GOGA.TV
  • ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ზუსტი ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

    ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ზუსტი ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, ჩინეთის ქმედებების გამო მთელი მსოფლიო იტანჯება და უზარმაზარი საფასურის გადახდა უწევს.

    ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15 ათასს აღწევს, დაავადებამ უკვე იმსხვერპლა 4 ათასამდე პაციენტი. ქვეყნის ყველა შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

    "მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. საკმაოდ ადვილად შევძლებდით მის შეჩერებას, რომ გვცოდნოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინფორმაცია გაჟღერდა. სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაესაჯაროებინათ და ამიტომ ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება. მსოფლიოს ჩინეთის ქმედებებისთვის დიდი საფასურის გადახდა უწევს," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
    375 ნახვა
    20-03-2020, 10:13