GOGA.TV
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
  • საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

    საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. მთავრობა ერთთვიანი საგანგებო მდგომარობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტს მიმართავს.

    განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე ცხადდება.

    აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
    216 ნახვა
    21-03-2020, 09:16