GOGA.TV
  • საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას - გიორგი გახარია

    საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას - ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

    როგორც გახარიამ აღნიშნა, მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნაა - დაიცვას პირადი უსაფრთხოება.

    "საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება," - აღნიშნა გახარიამ.
    222 ნახვა
    21-03-2020, 09:19