GOGA.TV
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება
  • საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება. ამასთან გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დადგენილების შესაბამისად საქართველოს მთავრობა მოითხოვს საგანგებო ბიუჯეტის შექმნის უფლებასაც:

    "ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი, ვიზრუნოთ მაქსიმალური შეზღუდვებით მოქალაქის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ისე, რომ არ გავაჩეროთ ეკონომიკა. რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება, არანაირი შეზღუდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეეხება, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ჩვენ ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ დადგენილებით, რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა მოითხოვს საგანგებო ბიუჯეტის შექმნის უფლებასაც," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
    250 ნახვა
    21-03-2020, 09:25