GOGA.TV
  • საზოგადოება არის უფლებამოსილი ვიცოდეთ, რატომ გახდა დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო

    "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი სალომე ზურაბიშვილი ხდება:

    "საზოგადოება არის უფლებამოსილი ვიცოდეთ, რა არის გუშინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის განსხვავება და რატომ გახდა დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო. ასევე ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ რაკიღა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჩვენ ყველანი ამას უნდა დავემორჩილოთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ვითარებაში მთელი ძალაუფლება და მმართველობის სადავეები გადადის საქართველოს პრეზიდენტის ხელში. ახლა კარგად გაიაზრეთ რა მდგომარეობაში არის ქვეყანა, როდესაც პრეზიდენტის ყველა გამოსვლაზე მთელი ქვეყანაა დაძაბული, იმიტომ რომ არავინ იცის რას იტყვის და რა ტიპის განცხადებას გააკეთებს, დღეს სალომე ზურაბიშვილი, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად და კანონით ასეა, ხდება ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
    346 ნახვა
    21-03-2020, 09:59