GOGA.TV
  • საქართველოში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება

    საქართველოში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანმა საზოგადოებას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

    "მინდა გაცნობოთ იმის შესახებ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილებები დამატებით შეზღუდვებზე და ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას, თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე და ამიტომაც, ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები რკინიგზაზე და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, დღის ბოლოს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
    202 ნახვა
    23-03-2020, 09:42