GOGA.TV
youtube
3
  • დღეს არ არის პოლიტიკის დრო, დღეს არის დრო, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ კორონავირუსის წინააღმდეგ

    როგორ უმკლავდება საქართველო არსებულ გამოწვევებს - შექმნილი ვითარების გამო შეცვლილია პოლიტიკოსების დღის წესრიგიც. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთის ოპონირებაზე უარი თქვეს და ერთმანეთს უზიარებენ რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება ბრძოლა კორონავირუსთან იყოს უფრო ეფექტიანი.

    ქვეყანაში შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებისგან მთავარ რეკომენდაციებს შორის ისმის ის, რომ გამოვიყენოთ აბსოლუტურად ყველა რესურსი, რაც ჩვენ ხელთ არის, რომ ვიყოთ ეფექტურები და ნომერ პირველი რესურსი პოლიტიკოსების თქმით არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
    148 ნახვა
    23-03-2020, 09:58