GOGA.TV
youtube
3
სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება
  • სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება

    საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოესი ორი კვირის განრიგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. განრიგი დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

    განრიგის მიხედვით, დღეს ერთი რეისი განხორციელდება და ბერლინიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდება. ხოლო ხვალ, საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას ბერძნული ავიაკომპანია "ეგეოსი“ უზრუნველყოფს, რომელიც თავის საბერძნეთში დააბრუნებს საქართველოში მყოფ საბერძნეთის მოქალაქეებს.

    23 მარტი: თბილისის - ბერლინი - თბილისი

    24 მარტი: ბერძნული ავიაკომპანია "ეგეოსი“ თბილისში საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებს და თბილისიდან წაიყვანს საბერძნეთის მოქალაქეებს

    26 მარტი: განხორციელდება ფრენა თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით

    31 მარტი: თბილისი-ამსტერდამი-თბილისი

    3 აპრილი: თბილისი-ვარშავა-თბილისი

    7 აპრილი: თბილისი-ათენი-თბილისი

    10 აპრილი: თბილისი-ლარნაკა-თბილისი
    256 ნახვა
    23-03-2020, 10:17