GOGA.TV
  • ბრზოლა ვირუსისთვის უკონტროლო რეგიონში

    9 საათზე მეტია, რაც საპოლიციო ძალები და საჯარისო შენაერთები მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელებს, ასევე მეორეხარისხოვან გზებს აკონტროლებენ.

    ადგილობრივი მოქალაქეების დიდი ნაწილი ორივე მუნიციპალიტეტში უკვე შევიდა. გარკვეული პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც მარნეულში ცხოვრობენ, თუმცა ქალაქში ჩაწერილი არ არიან.

    მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც.

    ადგილობრივი ჟურნალისტის მაგდა დევნოზაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდულია.

    "ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია, დაკეტილია ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. აქტიურ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამსახური და თვითმმართველობა," - განაცხადა მაგდა დევნოზაშვილმა.
    296 ნახვა
    23-03-2020, 10:32