X
GOGA.TV
13
სახლში დარჩენილებისთვის - უგემრიელესი ფენოვანი ხვეულები ნიგვზის შიგთავსით
  • სახლში დარჩენილებისთვის - უგემრიელესი ფენოვანი ხვეულები ნიგვზის შიგთავსით

    ამ გემრიელი ხვეულებისთვის შეგიძლიათ ნუში და ნიგოზი შეურით ერთმანეთს ან მხოლოდ ნიგვზით მოამზადოთ.
    ინგრედიენტები
    ცომი
    ფქვილი - 450 გ
    თბილი რძე - 120 მლ
    შაქარი - 1 სკ
    მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
    საფუარი - 1 სკ
    კარაქი - 50 გ
    კვერცხი - 1 ც
    არაჟანი - 2 სკ

    შიგთავსი
    ნუში - 100 გ
    ნიგოზი - 100 გ
    შაქარი - 150 გ
    გამდნარი კარაქი - 150 გ

    მომზადების წესები
    ჯამში მოათავსეთ თბილი რძე, შაქარი, საფუარი და მარილი. შეურიეთ კვერცხი, დარბილებული კარაქი, არაჟანი და გათქვიფეთ. ბოლოს ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. შემდეგ ჯამს რამე გადააფარეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 1-2 საათით.
    სანამ ცომი ისვენებს, შიგთავსი მოამზადეთ. ნუში და ნიგოზი ჩოპერში დააქუცმაცეთ ან თხილეულის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. დაქუცმაცებულ თხილეულს შაქარი დაუმატეთ და ამოურიეთ.
    ცომი 5-6 ნაწილად გაყავით და თითოეული გუნდა კარგად გააბრტყელეთ (ფქვილი დაიხმარეთ). გაბრტყელებულ ცომს გამდნარი კარაქი გადაუსვით და რულეტივით გადაახვიეთ. შემდეგ ახალი გუნდა გააბრტყელეთ, კარაქი გადაუსვით, რულეტივით გადახვეული ცომი გაბრტყელებული ცომის კიდეზე მოათავსეთ და მასთან ერთად გადაახვიეთ. ასე გაიმეორეთ ყველა ფენაზე.
    შემდეგ ცომი 3-5 სმ ზომის ნაჭრებად დაჭერით, ცომის შუაში ღრმული გააკეთეთ (ფენების მხარეს), შიგ ნიგვზის შიგთავსი მოათავსეთ და შეკარით (გვერდები ერთმანეთს შეაწებეთ).
    გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 25 წუთით.

    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: gemrielia.ge
    306 ნახვა
    24-03-2020, 02:31