X
GOGA.TV
13
რა ელოდებათ აპრილში მორიელებს - "პოზიტიური მოვლენით აღსავსე თვე დაგიდგათ"
  • რა ელოდებათ აპრილში მორიელებს - "პოზიტიური მოვლენით აღსავსე თვე დაგიდგათ"

    უამ­რა­ვი სა­სი­ა­მოვ­ნო, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნით აღ­სავ­სე თვე და­გიდ­გათ. ეცა­დეთ, არ გა­რის­კოთ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­თა და ფი­ნან­სე­ბით. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი მო­მა­ვალ­ზე, მაგ­რამ ნურც წარ­სულ შეც­დო­მებს და­ი­ვი­წყებთ.
    აპ­რილ­ში გა­მო­ამ­ზე­უ­რებთ იმას, რა­საც დიდი ხანი მა­ლავ­დით გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ახა­ლი ტა­ლან­ტიც. იყა­ვით ტაქ­ტი­ა­ნი კო­ლე­გე­ბის მი­მართ. პი­რა­დი ამ­ბი­ცი­ე­ბის გამო მო­ე­რი­დეთ კრი­ტი­კას გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­სად­მი.
    აპ­რილ­ში მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ სა­ბი­ნაო და მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებს. თუ რო­მე­ლი­მე სფე­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი იმგვა­რად არ მოგ­ვარ­დე­ბა, რო­გორც თქვენ გე­გო­ნათ, სუ­ლი­ე­რად ნუ და­ე­ცე­მით. შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მა­ტოს ლი­დე­რო­ბის, სხვებ­ზე მბრძა­ნებ­ლო­ბის სურ­ვილ­მა. იყ­ვა­ით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და მო­თო­კი­ლი ემო­ცი­ე­ბით, რათა არ გა­ი­უ­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან. მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას (ზოგ შემ­თხვე­ვა­შიც - მემ­კვიდ­რე­ო­ბას) ნა­თე­სა­ვე­ბის­გან მი­ი­ღებთ.

    სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    სამ­სა­ხურ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხართ, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბაც გი­ჭირთ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯის გა­დად­გაც. გაფრ­თხილ­დით, არ შე­გექ­მნათ უსი­ა­მოვ­ნე­ბა კა­ნონ­თან. აპ­რილ­ში მო­ე­რი­დეთ ისეთ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა. წინა თვე­ში კა­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის პრე­მი­ას მი­ი­ღებთ, რა­საც პი­რა­დი ხარ­ჯი­სა და მგზავ­რო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებთ.

    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი გე­ლით შუა აპ­რილ­ში, ეცა­დეთ, ყვე­ლა­ფერს მშვი­დად და გა­გე­ბით მო­ე­კი­დოთ. დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. არ და­ა­ბან­დოთ ფული უსარ­გებ­ლო საქ­მე­ებ­ში. ფული გო­ნი­ე­რად ხარ­ჯეთ.

    თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებს გარ­კვე­ვით უნდა გა­აც­ნოთ. შე­იძ­ლე­ბა ტყუ­ი­ლად და­გა­და­ნა­შა­უ­ლონ და ეცა­დეთ, ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­იც­ვათ სა­კუ­თა­რი თავი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ნუ შე­გე­პა­რე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ში ეჭვი, გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვე გე­ლით. შე­იძ­ლე­ბა, სა­მო­მავ­ლო იდე­ე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო. დახმრე­ბის­თვის ხში­რად და მო­უ­რი­დებ­ლად მი­მარ­თეთ ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებს.

    ემო­ცი­უ­რო­ბა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და მუდ­მი­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. რო­მან­ტი­კუ­ლიც უნდა იყოთ და მზრუნ­ვე­ლიც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. და­ა­ფა­სეთ ისი­ნი, ვი­საც უყ­ვარ­ხართ და გა­ფა­სე­ბენ. მარ­ტო­ხე­ლა მო­რი­ე­ლებ­მა ამ­ბი­ცი­ე­ბი უნდა და­ი­ო­კოთ, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გა­გი­მარ­თლოთ.

    და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ოჯახ­ზე ზრუნ­ვა­ში. მე­უღ­ლის მი­მართ იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მაგ­რამ უნდა და­ი­ვი­წყოთ კონ­ტრო­ლი. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ და­ნა­ხარჯს მო­ი­თხოვს და ნა­თე­სა­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა დახ­მა­რე­ბის ხელი გა­მო­გი­წო­დონ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მოვ­ლე­ნებ­ზე - აი, რა არის აპ­რილ­ში თქვე­ნი "წა­მა­ლი". ნაკ­ლე­ბი ინერ­ვი­უ­ლეთ იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბაც არ შე­გიძ­ლი­ათ. მო­ე­რი­დეთ ნე­გა­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს. სახ­ლში ყოფ­ნა გა­მო­ი­ყე­ნეთ და­ძი­ნე­ბის და ნერ­ვე­ბის დამ­შვი­დე­ბის­თვის.

    ვარ­ჯი­შის დროს სიფრ­თხი­ლე მო­გე­თხო­ვე­ბათ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ტრავ­მე­ბი, მყე­სე­ბის და­ჭი­მუ­ლო­ბა. კარ­გი თვეა ორ­გან­ზი­მის გა­სა­კა­ჟებ­ლად. გა­ამ­დიდ­რეთ რა­ცი­ო­ნი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თე­ბით. მი­ი­ღეთ თხი­ლე­უ­ლიც.

    აპ­რი­ლის ბო­ლოს სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ჭეს­თან. მგზავ­რო­ბის წინ სა­ო­ჯა­ხო აფ­თი­აქ­ში ჩა­ი­ხე­დეთ და არც დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა და­გა­ვი­წყდეთ.

    ­ მარ­ტის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 5, 14, 22, 28

    ­ მარ­ტის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 12, 21, 30

    წყარო: ambebi.ge/astrology
    179 ნახვა
    26-03-2020, 01:08