GOGA.TV
  • პირბადეების დარიგების გამო ზუგდიდში მომხდარ ფაქტს დიმიტრი შაშკინი ეხმიანება

    პირბადეების დარიგების გამო ზუგდიდში მომხდარ ფაქტს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი ეხმიანება. დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა განსაზღრულზე მეტი რაოდენობის პირის შეკრების გამო ვერ მოხერხდა და მომხდარში სამართალდამცველებს ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, გაფრთხილების მიუხედავად, ადგილზე მობილიზებული იყო მხოლოდ 2 საპატრულო მანქანა.

    მომხდარის გამო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების დარიგება მოხალისეებმა ზუგდიდის ცენტრში გუშინ შეწყვიტეს. გადაწყდა, რომ ნივთებს ახალგაზრდები მოსახლეობას სახლში მიაწვდიან.
    220 ნახვა
    27-03-2020, 01:35