GOGA.TV
youtube
3
როგორია აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "მოვლენები პირად ურთიერთობებში შეიძლება მოულოდნელი სიუჟეტით განვითარდეს"
  • როგორია აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "მოვლენები პირად ურთიერთობებში შეიძლება მოულოდნელი სიუჟეტით განვითარდეს"

    ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სეთ, მო­ე­რი­დეთ მათ გა­ი­დე­ა­ლე­ბას. უამ­რა­ვი საქ­მე და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­გე­მა­ტე­ბათ. ნა­თე­სა­ვებ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა უამ­რავ დრო­სა და ენერ­გი­ას წა­გარ­თმევთ. ეცა­დეთ, სხვი­სი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გამო არ და­კარ­გოთ სა­კუ­თარ თავი. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე, აკონ­ტრო­ლეთ სი­ტუ­ა­ცია (რაც შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის­გან და­გი­ცავთ), მაგ­რამ არც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­წყენთ მზრუნ­ვე­ლო­ბა. შუა აპ­რილ­ში შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აგ­ნოთ, რაც კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის და­გეხ­მა­რე­ბათ. შეხ­ვდე­ბით უამ­რავ სა­ინ­ტერ­სო ადა­მი­ანს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მივ­ლი­ნე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

    ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, აპ­რილ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბით მი­ი­ღოთ. მოვ­ლე­ნე­ბი პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­უ­ჟე­ტით გან­ვი­თარ­დეს. თუმ­ცა, სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი გაქვთ.

    სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით სამ­სა­ხურ­ში. საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბა ონ­ლა­ინ და­ა­რე­გუ­ლი­რეთ. საქ­მე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა დაღ­ლი­ლო­ბა­საც კი მო­გა­ნი­ჭებთ. არ იზარ­მა­ცოთ და გა­მო­ნა­ხეთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­გი­უმ­ჯო­ბე­სოთ.

    უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან მუ­შა­ო­ბა კარგ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც მო­გი­ტანთ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე რომ გა­მოც­დით, გვერ­დი­დან აღარ მო­ი­ცი­ლებთ. მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვთ, რომ ყვე­ლა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე და­ას­რუ­ლოთ. რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი კო­ლე­გებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ და კი­დევ ერთი, სა­დაც არ გე­კი­თხე­ბი­ან, აზრს ნუ გა­მოთ­ქვამთ ანუ "ენას კბი­ლი უნდა და­ა­ჭი­როთ".

    იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ პი­რა­დი ბიზ­ნე­სი არ გაქვთ, და­მა­ტე­ბი­თი შე­მოს­ვა­ლის წყა­როს მო­ძი­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნეთ. არ თქვათ უარი არა­ნა­ირ საქ­მე­ზე, ის შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან მო­გეჩ­ვე­ნოთ რთუ­ლი, მაგ­რამ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ მარ­ტი­ვად აუ­ღებთ ალ­ღოს ფული შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნეტ საქ­მი­ა­ნო­ბა­მაც კი მო­გი­ტა­ნოთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ვირ­თხის წლის და­სა­წყის­ში გეწ­ვი­ათ, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას მო­ი­თხოვს. მი­ე­ცით საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს მე­ო­რე შან­სი. სიბ­რძნე და მოთ­მი­ნე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ, უამ­რავ დაბ­რკო­ლე­ბა გა­და­ლა­ხოთ. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად შინ ყოფ­ნა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

    მარ­ტო­ხე­ლა სას­წო­რებს რო­მან­ტი­კუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ნაც­ნო­ბო­ბა ელით, რო­მე­ლიც ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვლის თქვენს ცხოვ­რე­ბას. ზო­გი­ერ­თი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­კა­ნო­ნე­ბას გა­და­წყვეტს. სა­სი­ა­მოვ­ნო ფუს­ფუ­სი გე­ლით ქორ­წი­ნე­ბის­თვის თუ ემ­ზა­დე­ბით. ზო­გი­ერ­თმა სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბის მო­სა­წყო­ბად შეძ­ლე­ბა კრე­დი­ტის აღე­ბაც კი გა­და­წყვი­ტოს.

    და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა არ აეჭ­ვი­ა­ნოთ თქვე­ნი მე­უღ­ლე. მი­ზე­ზი იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო, შე­დე­გი კი - მე­ტად უსი­ა­მოვ­ნო. დახ­მა­რე­ბის­თვის მე­გობ­რე­ბის შე­წუ­ხე­ბა ნუ მო­გე­რი­დე­ბათ. ზო­გი­ერთ წყვილს კი შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლი­გის კონ­სულ­ტა­ცი­აც კი დას­ჭირ­დეს.

    თვის ბო­ლოს ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­რეთ, და­ის­ვე­ნებთ კი­დეც და სა­ა­გა­რა­კო სა­კი­თხებ­საც მო­აგ­ვა­რებთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    აპ­რი­ლის თვე­ში ზედ­მე­ტად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით და ამის გამო, მო­ი­მა­ტებს გა­დაღ­ლი­ლო­ბა და ძვე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა. გაფრ­თხილ­დით, არ და­ი­ზი­ა­ნოთ თირკმე­ლე­ბი. თუ დიდი ხა­ნია არ გა­გი­სინ­ჯავთ თვა­ლე­ბი, მი­მარ­თეთ ოკუ­ლისტს, რათა მო­მა­ვალ­ში გარ­კვე­ვით შეძ­ლოთ წერა და კი­თხვა.

    აპ­რი­ლი ის თვეა, როცა სუ­ლი­ე­რა­დაც უნდა მოძ­ლი­ერ­დეთ და ფი­ზი­კუ­რა­დაც. შუა აპ­რილ­ში მე­უღ­ლეს სთხო­ვეთ, ზურ­გის მა­სა­ჟი გა­გი­კე­თოთ ხოლ­მე. ეცა­დეთ, შე­ამ­ცი­როთ ან სრუ­ლი­ად ამო­ი­ღოთ რა­ცი­ო­ნი­დან მა­რი­ლი­ა­ნი და ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბი. მე­ტად გა­უფრ­თხილ­დით კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მას, და­ი­ცა­ვით დი­ე­ტა.

    ­ მარ­ტის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 4, 12, 22, 29

    ­ მარ­ტის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 6, 14, 17

    წყარო: ambebi.ge/astrology
    312 ნახვა
    27-03-2020, 02:14