GOGA.TV
youtube
3
  • ბადრი ჯაფარიძემ, ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა

    პარტია "ლელოს" გენერალურმა დირექტორმა ბადრი ჯაფარიძემ, ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

    "აუცილებელია დღევანდელი ვითარების შეფასება, როდესაც პანდემიასთან ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენი შეფასებით, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად საქართველოს ეკონომიკას 6 მილიარდი ლარი სჭირდება. ნებისმიერ ეკონომიკურ ნაბიჯს უნდა ჰქონდეს მიზანი, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, სამწუხაროდ უკვე ბევრმა დაკარგა. ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდის შექმნა სახელმწიფოს მიერ. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რომ მათ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლონ.

    ასევე ჩვენ ვფიქრობთ, 1 მილიარდი ლარის მოცულობის რესურსი უნდა გამოიყოს იმისათვის, რომ ვისაც ყველაზე ცუდად შეეხო ეს პროცესები, იმას დაეხმაროს სახელმწიფო,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

    ასევე ბადრი ჯაფარიძემ პარტიის სახელით ეროვნულ ბანკს მოუწოდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ლარის კურსის ზედა და ქვედა ზღვარი დააწესოს, რათა მოსახლეობას სტაბილურობის განცდა ჰქონდეს.

    "ყველას ძალიან აწუხებს ლარის რყევა, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოწვეულია ობიექტური ფაქტორებით, მაგრამ ამავდროულად გამოწვეულია იმ მოლოდინებით, რომელიც არსებობს დღეს ბაზარზე. ამიტონ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სამი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც პანდემიასთან აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს, ეროვნულმა ბანკმა შემოიღოს ლარის კურსის დერეფანი, ანუ ზედა და ქვედა ზღვარი, რაც ადამიანებს მისცემს საშულებას, ჰქონდეთ განცდა, რომ ლარის კურსი არ გასცდება ამ საზღვრებს და აღარ იქნება პანიკური მოთხოვნა დოლარის შეძენაზე.

    ამისთვის ჩვენი შეფასებით, საკმარისი იქნება 300 მლნ დოლარის ბაზარზე გატანა გონივრულ ვადებში იმისთვის, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში დადგენილი დერეფნის ფარგლებში მოხდეს ლარის კურსის ცვლილება. ეს იძლევა სტაბილურობის განცდას.

    დღევანდელმა კრიზისმა ასევე გვაჩვენა, რომ აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, საჭიროა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს, რომ ყველა ნაკვეთი, ყველა მიწა იქნას დამუშავებელი, შეიქმნას ყველა მასტიმულირებელი მექანიზმი იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი ნიადაგი, სავარგული დაუმუშავებელი და საქართველომ შექმნას თავისი სასურსათო უსაფრთხოება," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
    318 ნახვა
    27-03-2020, 09:04