GOGA.TV
youtube
3
  • კრიტიკა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა წევრებმა მიიღეს, დამსახურებული იყო

    გიგა ბოკერიას თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მძიმე შეცდომა დაუშვა.

    "გასაგებია სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან სურვილი, რომ დაეხმარონ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ ბუნებრივია, ეს დახმარება არ შეიძლება საფრთხედ იქცეს. ამიტომ, აბსოლუტურად დაუშვებელია ის ფორმა, როგორიც იყო ზუგდიდში. ის კრიტიკა კი, რომელიც ამ ინციდენტსა და პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდა, დამსახურებული იყო.

    კარგია, რომ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერებმა სწრაფადვე აღიარეს ეს მძიმე შეცდომა და ცუდია, რომ ქვეყნის გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო საუბარი პროვოკაციასა და შეთქმულებაზე. ახლა არის წესების მკაცრად დაცვის დრო და არა, შეთქმულების თეორიების გავრცელების დრო.

    ასევე, ცუდია, რომ ეს სახელისუფლებო პროპაგანდამ კამპანიისთვის გამოიყენა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ.
    288 ნახვა
    27-03-2020, 09:07