GOGA.TV
youtube
3
სამშობლოში დაბრუნება ორგანიზებულად ხდება, რაშიც ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება
  • სამშობლოში დაბრუნება ორგანიზებულად ხდება, რაშიც ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების, მიუხედავად საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ორგანიზებულად ხდება, რაშიც ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. ამ განცხადებით გიორგი გახარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უპასუხა, რომელმაც საქართველოს მთავრობას ემიგრანტების ჩამოყვანაში დახმარება შესთავაზა.

    "საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
    277 ნახვა
    28-03-2020, 09:28