GOGA.TV
youtube
3
  • ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა

    ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საავადმყოფოს აღჭურვისა და პერსონალის მოგროვების პროცესი გრძელდება:

    "ჩამოვიტანეთ და აღვჭურვეთ 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით. შევხვდით ექიმებს და "სტაფის" იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდება. რა თქმა უნდა, გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი პრობლემატიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ბევრი მუშაობა ექიმების, "სტაფის" მოგროვებაზე," - განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, ადგილზე იქნება სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც თვალ-ყურს მიადევნებს იმას, რომ პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს.
    300 ნახვა
    28-03-2020, 09:40