GOGA.TV
youtube
3
კატლეტები ღუმელში, არაჟნის სოუსით
  • კატლეტები ღუმელში, არაჟნის სოუსით

    ინგრედიენტები
    წყალი - 1/2 ჭ
    კეტჩუპი - 1 ს.კ
    არაჟანი - 2 ს.კ
    ფქვილი - 2 ს.კ
    კატლეტის ფარში - 400 გ


    მომზადების წესები
    ფარისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, ამოვავლოთ ფქვილში და ჩავალაგოთ ცხიმწასმულ ფორმაში. შუაში დავალაგოთ პატარა ზომის კარტოფილი (ან დიდები გადავჭრათ) . შევწვათ ღუმელში 20 წუთი, 200 გრადუსზე.
    არაჟანს დავასხათ კეტჩუპი და წყალი, დავამატოთ მარილი და პილპილი, მოვასხათ კატლეტებს და კიდევ 20 წუთი ვწვათ.
    მზა კერძს მოვაყაროთ მწვანილი

    წყარო: gemrielia.ge
    303 ნახვა
    29-03-2020, 03:32