GOGA.TV
youtube
3
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებმაც შესაძლოა ოჯახი დაგინგრიონ - მათთან ცუდად ხუმრობას არ გირჩევთ
  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებმაც შესაძლოა ოჯახი დაგინგრიონ - მათთან ცუდად ხუმრობას არ გირჩევთ

    თა­ნა­მედ­რო­ვე ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი თით­ქოს და­უ­პი­რის­პირ­და ოჯა­ხის ინ­სტი­ტუტს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ეს კულ­ტი, მე­ტიც, ადა­მი­ა­ნის­თვის ოჯა­ხი ერთ-ერთ მთა­ვარ ღირ­სე­ბად ით­ვლე­ბა. თუ თქვენ ის პი­როვ­ნე­ბა ხართ, რო­მელ­საც არ უნდა, რომ ოჯა­ხი და­ენგრეს, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ზო­დი­ა­ქოს რამ­დე­ნი­მე ნი­შან­თან.

    მო­რი­ე­ლი
    მო­რი­ე­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლია. ის დიდ­ხანს ინა­ხავს გულ­ში წყე­ნას, ამი­ტომ თუ ოდეს­მე გა­აბ­რა­ზეთ, მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გატ­კენთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ის თქვე­ნი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ან მე­უღ­ლეა. ცალ­მხრი­ვად უყ­ვარ­დით? არც ამ შემ­თხვე­ვა­ში და­გინ­დობთ, და­გა­და­ნა­შა­უ­ლებთ იმა­ში, რომ იმე­დი მი­ე­ცით, შემ­დეგ კი მისი გრძნო­ბე­ბი გა­თე­ლეთ.
    თუ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ, ერი­დეთ მო­რი­ე­ლებ­თან ფლირტს, როცა მოგ­ბეზ­რდე­ბათ და მას­თან ზე­და­პი­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას - რომ­ლი­თაც მხო­ლოდ ერ­თო­ბო­დით - წერ­ტილს და­უს­ვამთ, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხევ­რის ყუ­რამ­დე მი­ვი­დეს ჩავ­ლი­ლი ამ­ბა­ვი.

    კირჩხი­ბი
    მო­რი­ელს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა კირჩხი­ბი, როცა შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, თუ ის ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნეს, შე­უ­რა­ცხყ­ვეს და გული მო­უკ­ლეს. კირჩხი­ბი არას­დროს აი­ტანს დამ­ცი­რე­ბას, არც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გაგ­რძნო­ბი­ნებთ თავს და არც იმას გა­ფიქ­რე­ბი­ნებთ, გა­მო­ვი­ყე­ნეო.
    თუ თქვე­ნი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კირჩხი­ბია, ად­ვი­ლა­დაც არ დაგთმობთ. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი ერთხელ რომ ჩა­ავ­ლე­ბენ მარ­წუ­ხებს ადა­მი­ანს, აღა­რას­დროს უშ­ვე­ბენ. შე­საძ­ლოა, თავი მო­ი­კა­ტუ­ნოს, რომ თქვენ­და­მი ინ­ტე­რე­სიც გა­უ­ნელ­და და გრძნო­ბე­ბიც, მე­ტიც და­ო­ჯა­ხე­ბის "უფ­ლე­ბაც" კი მოგ­ცეთ, მაგ­რამ შე­ფა­რულ ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს თქვენს და­საბ­რუ­ნებ­ლად. პა­რა­დოქ­სუ­ლად ჟღერს ალ­ბათ, კირჩხი­ბი რომ ოჯა­ხის სიმ­ბო­ლოა... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ან­გრევს თქვენს ოჯახს, რათა სა­კუ­თა­რი - შექ­მნას და ბრწყინ­ვა­ლე პარტნი­ო­რო­ბა გა­გი­წი­ოთ.
    თუ დო­სა­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ და კირჩხიბ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობთ, ძა­ლი­ან დიდ შეც­დო­მას უშ­ვებთ. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს მსგავ­სი კავ­ში­რე­ბი უბ­რა­ლოდ არ ეს­მით. ის თავს მო­გაჩ­ვე­ებთ, თით­ქოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­კის­რებთ და თა­ვის მა­ხე­ში შე­გი­ტყუ­ებთ - თავს შე­გაყ­ვა­რებთ, შემ­დეგ კი მე­უღ­ლის მი­ტო­ვე­ბას მოგ­თხოვთ, რად­გან ის საყ­ვარ­ლის როლს თავს არ აკად­რებს.

    ლომი
    ლომი არც ბოღ­მი­ა­ნია და არც შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი, მაგ­რამ იმ­დე­ნად ამა­ყია, აუ­ცი­ლებ­ლად გას­წავ­ლით ჭკუ­ას, თუ მის გა­ბი­თუ­რე­ბას მო­ინ­დო­მებთ. თუ ლომ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გინ­დათ, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში სხვა მა­მა­კა­ცი/ქალი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს, პირ­ველ ად­გი­ლას უნდა და­ა­ყე­ნოთ და მთე­ლი არ­სე­ბით გიყ­ვარ­დეთ.
    თუ ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლის საყ­ვარ­ლო­ბა მო­ინ­დო­მეთ, ის და­უ­რე­კავს ან მის­წერს თქვენს მე­უღ­ლეს და აი­ძუ­ლებს, დაგშორ­დეთ. უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მო­გა­კი­თხავთ სამ­სა­ხურ­ში და სკან­დალს მო­გი­წყობთ - თქვენს კო­ლე­გებ­სა და მე­გობ­რებს გა­ა­გე­ბი­ნებს, რომ ერ­თად ხართ - მას ხომ ძა­ლი­ან უყ­ვარს სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა.

    წყარო: ambebi.ge/astrology
    422 ნახვა
    29-03-2020, 03:41