GOGA.TV
  • დღეიდან მოსწავლეები გაკვეთილებს ტელევიზორთან დაესწრებიან

    პროექტი "ტელესკოლა" დაიწყო. განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტის, "ტელესკოლის" ფარგლებში, დღეიდან მოსწავლეები გაკვეთილებს ტელევიზორთან დაესწრებიან.

    მომზადდა გაკვეთილების ცხრილი კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებულ საგნებში.

    ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის პედაგოგები ატარებენ. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულენოვან, ასევე არაქართულენოვან სექტორს.
    174 ნახვა
    30-03-2020, 09:43