GOGA.TV
  • მედიკოსს ვირუსი ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შედეგად გადაედო

    კოვიდ 19-ის დიაგნოზი დაუდასტურდა ერთ ექიმს. მედიკოსს ვირუსი ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შედეგად გადაედო.

    პრემიერი აცხადებს, რომ არის შემთხვევა, როცა სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი სხვა მოცემულობასთან ერთად გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების საფუძველს.

    სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის დაინფიცირება, შიდა გადადების შემთხვევებიდან ერთ-ერთია.

    კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში.

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ინფიცირებულების და გამოჯანმრთელების დინამიკა არ შეცვლილა, მისი თქმით, კლინიკაში ისევ 17 დაინფიცირებული პირია.
    313 ნახვა
    30-03-2020, 10:42