GOGA.TV
youtube
3
მარტივად მოსამზადებელი ალუბლის ნამცხვარი
  • მარტივად მოსამზადებელი ალუბლის ნამცხვარი

    სეზონის ყველაზე არომატული დესერტი.
    ინგრედიენტები
    კვერცხი - 2 ცალი
    შაქარი - 1 ჭიქა
    არაჟანი - 200 გრ
    სოდა - 1/2 ჩკ
    კარაქი - 100 გრ
    ფქვილი - 1,5 ჭიქა
    ვანილი - 1 შეკვრა
    მარილი - კოვზის წვერით
    ალუბალი - 350 გრ

    მომზადების წესები
    1. ამოაცალეთ ალუბალს კურკა და ამოავლეთ ცოტა ფქვილში.
    2. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, ჩაამატეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი სოდით, ვანილი, მარილი, ფქვილი და მოზილეთ არაჟნის სისქის ცომი.
    3. ჩაასხით საშუალო ზომის ფორმაში, თავზე მოაყარეთ გამზადებული ალუბალი, თან ფქვილიანი ხელით ოდნავ ჩაფალით ცომში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: gemrielia.ge
    663 ნახვა
    31-03-2020, 00:53