GOGA.TV
30 მარტი-5 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 30 მარტი-5 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    30 მარტი - მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს. მთვარე უკურსოა 07:01-დან მთელი დღე.

    კარგია - ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ, მნიშვნელოვანი - არა. მეტად დაისვენეთ. ეცადეთ, ყველაფერს მხიარულად, მარტივად შეხედოთ. გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.
    ცუდია - არ გააფორმოთ ხელშეკრულებები. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ხელებზე.

    31 მარტი - 15:43-ზე მთვარე გადავა კირჩხიბის ზოდიაქოში. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი.

    სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
    კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება.
    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდისა და საშვილოსნოს ზონასთან, ტყუილის თქმა.


    2 აპრილი - 22:26-ზე მთვარე ლომის ზოდიაქოში გადადის. მთვარე უკურსოა 20:49-დან 21-26-მდე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმის კეთების სურვილი. გაუფრთხილდით გულს, არ გადაიღალოთ.

    კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები, ზეთოვან ვიტამინებზე დამზადებული კრემების გამოყენება, თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
    ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.


    5 აპრილი - 00:18-ზე მთვარე ქალწულის ზოდიაქოში გადავა. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.

    კარგია - სახლის დალაგება, ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
    ცუდია - წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა.



    ვერძი
    რომანტიკული განწყობა დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იქნებ ისიც ელოდება, რომ თქვენ გადადგათ მისი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
    კვირის რჩევა: არ იზარმაცოთ, საოჯახო ვალდებულებები ენერგიულად შეასრულეთ.
    კვირის საუკეთესო დღეები: ხუთშაბათი და პარასკევი.

    კურო
    მოერიდეთ სარისკო ქმედებას, თუნდაც სიყვარულის სახელით. ყური დაუგდეთ მეგობრებისა და ახლობლების რჩევებს.
    კვირის რჩევა: მხოლოდ ისეთ საქმეებში ჩაერთეთ, სადაც თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში.
    კვირის საუკეთესო დღეები: პარასკევი და უქმეები.

    ტყუპი
    შანსი გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანთან თქვენი დამოკიდებულება მეტად საინტერესო და შინაარსიანი გახადოთ. მარტოხელებს გამოგელაპარაკებათ თქვენთვის საინტერესო ადამიანი.
    კვირის რჩევა: არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები.
    კვირის საუკეთესო დღე: კვირა.

    კირჩხიბი
    იყავით გულწრფელი იმ ადამიანის მიმართ, ვინც გეთაყვანებათ, მაგრამ ვინც თქვენგან იმედს არ უნდა ელოდოს. თავად კი მეტი მზრუნველობა გმართებთ ბავშვებზე.
    კვირის რჩევა: ხომ იცით, რომ საუკეთესო ხართ, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების.
    კვირის საუკეთესო დღე: უქმეები.

    ლომი
    სიახლეები გსურთ და ნუ დააყოვნებთ. ერთისთვის ეს შეიძლება იყოს სიყვარულში გამოტყდომა და ზოგისთვის ტოქსიკური ურთიერთობების გათავისუფლება. ორივე შემთხვევაში გევალებათ, რომ გულით და არა გონებით იმოქმედოთ.
    კვირის რჩევა: მეტი დრო დაუთმეთ ჩახლართული საქმეების მოგვარებას, საჭირო ინფორმაციების მოძიებას.
    კვირის საუკეთესო დღე: უქმეები.

    ქალწული
    საიდუმლო რომანი, რომლის შესახებაც არავინ იცის, თქვენთვის შეიძლება უჩვეულო მოვლენად იქცეს. დაქორწინებულებმა გაამრავალფეროვნეთ თქვენი ცხოვრება ვნებით.
    კვირის რჩევა: მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურას.
    კვირის საუკეთესო დღეები: სამშაბათი და ოთხშაბათი.

    სასწორი
    სამსახურის საქმეები კარგია, მაგრამ პირადი განვითარებაც გმართებთ. ახალგაცნობილებს თქვენი დახვეწილი მანერებით მოხიბლავთ, მაგრამ სიყვარულის ორომტრიალში თავით ნუ გადაეშვებით, გააზრებულობა გმართებთ.
    კვირის რჩევა: თუ საკუთარი თავისთვის რამის შეძენას გადაწყვეტთ, ნურც საყვარელ ადამიანს დაივიწყებთ.
    კვირის საუკეთესო დღეები: სამშაბათი და ოთხშაბათი.

    მორიელი
    საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მეტი მოთმინება და თავდაჯერებულობა გმართებთ. ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. და რაც მთავარია, იზრუნეთ თქვენი იმიჯის გაუმჯობესებაზე.
    კვირის რჩევა: უსაქმურები არ დაინდოთ.
    კვირის საუკეთესო დღეები: პარასკევი და შაბათი.

    მშვილდოსანი
    ღიმილი, საინტერესო თემაზე საუბარი და რომანტიკა - აი, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ადამიანი მოხიბლოთ. დაქორწინებულებმა კი მეტი სიახლე შეიტანეთ ურთიერთობაში.
    კვირის რჩევა: გაფრთხილდით, ტრავმა შეიძლება შინ მუშაობის დროსაც კი მიიღოთ.
    კვირის საუკეთესო დღეები: ორშაბათი და უქმეები.

    თხის რქა
    თქვენთვის უჩვეულო ამპლუაში იქნებით - ვიღაცას უნდა აპატიოთ, რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭოთ. საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობას გულის ტკენით ვერ დაიმსახურებთ, სხვა ტაქტიკა უნდა შეიმუშაოთ. გამონახეთ დრო რომანტიკისა და სიურპრიზებისთვის.
    კვირის რჩევა: დიპლომატიურობა და იუმორის გრძნობის გამოვლენა არ გაწყენთ.
    კვირის საუკეთესო დღე: უქმეები.

    მერწყული
    საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გელით: ახალი რომანის დაწყება, ვნებებისა და გრძნობების ბობოქრობა და ინტრიგების ქარბორბალა. დაქორწინებულები გაფრთხილდით, ახალმა რომანმა, თუნდაც ვირტუალურმა, არ გაგიფუჭოთ დამოკიდებულება მეუღლესთან.
    კვირის რჩევა: დაივიწყეთ ცუდი განწყობა.
    კვირის საუკეთესო დღეები: პარასკევი და შაბათი.

    თევზები
    რომანტიკით აღსავსე კვირა გელით იმათაც, ვინც დაქორწინებულია და იმათაც, ვინ საბედოს ძიებაშია. მეტად გამოავლინეთ სინაზე. აი, გაბუტვებით და პრეტენზიებით საყვარელი ადამიანის გულს ვერ მოიგებთ.
    კვირის რჩევა: დაივიწყეთ სიზარმაცე, შინაც უამრავი საქმე გაქვთ, თუნდაც გარდერობი გადაახარისხეთ.
    კვირის საუკეთესო დღეები: ოთხშაბათი და ხუთშაბათი.

    წყარო: marao.ge
    375 ნახვა
    31-03-2020, 01:09