GOGA.TV
  • ქვეყნის სრულ კარანტინამდე ერთი დღით ადრე გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი სამეგრელოში

    ქვეყნის სრულ კარანტინამდე ერთი დღით ადრე გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი სამეგრელოში. იქ მცხოვრებ მოსახლეობას მკაცრ რეალობაში ცხოვრება უკვე მეორე დღეა უწევთ. დღეიდან რეგიონში რამდენიმე ახალი ბლოკ-პოსტი იქნება.

    ვირუსის გავრცელების გაზრდილი საფრთხის გამო საპოლიციო ძალებმა გამშვები პუნქტი ახალ ადგილზე, სოფელ ცაცხვთან უკვე გამართეს. დღესვე რეგიონში გადაადგილებას საპოლიციო ძალების გარდა უკვე სამხედროებიც გააკონტროლებენ.

    სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, შესაძლოა ბლოკ-პოსტები აბაშაშიც განთავსდეს.

    "ბლოკ-პოსტები განთავსდება ფოთის შემოსასვლელ-გასასვლელში, თუმცა საპოლიციო ახლაც არის, მაგრამ ბარიერები იქნება შესაბამისად მოწყობილი ასევე ზუგდიდის შემოსასვლელში. სავარაუდოდ, აბაშასაც დავამატებთ, თუმცა აბაშაში პოლიცია არის. 9 საათის მერე ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ იმის აუცილებლობა, რომ გამოვიდნენ გარეთ, მხოლოდ იმუშავებს აფთიაქი," - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
    175 ნახვა
    31-03-2020, 01:21