GOGA.TV
  • თელავში სამხედრო ექიმები ყველა ქალაქში შემომსვლელს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ

    თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოთხი ბლოკპოსტი მოწყობა. მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცები, სამხედრო ექიმები და სამართალდამცველები ქალაქში შემომსვლელ და გამსვლელ ყველა მგზავრს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

    ლოკაციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: სოფელი წინანდალი, საიდანაც მოძრაობა გურჯაანის მიმართულებით ხორციელდება, სოფელი ვარდისუბანი, საიდანც მგზავრები ახმეტის მიმართულებით გადაადგილდებიან.

    ასევე შუამთის გზა, რომელიც დაკავშირებულია გომბორის გავლით თბილისთან და ალაზნის ხიდი ყვარლის მიმართულებით.

    როგორც კახეთის გუბერნატორმა განაცხადა, შერჩეულ ტერიტორიებზე სამხედროების განლაგება უახლოეს საათებში დაიწყება.
    288 ნახვა
    31-03-2020, 09:10