GOGA.TV
youtube
3
საქართველოს ჰყავს უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც ამერიკულმა მხარემ გადაამზადა – აშშ-ის საელჩო
  • საქართველოს ჰყავს უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც ამერიკულმა მხარემ გადაამზადა – აშშ-ის საელჩო

    აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების ჯგუფები გადაამზადდა და სრულად აღჭურვა - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

    "იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და საქართველოს ქბრბ ჯგუფებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობით.

    მათი სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს", – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
    261 ნახვა
    31-03-2020, 09:22