GOGA.TV
youtube
3
  • 850 ათასზე მეტი ინფიცირებული და 42 ათასზე მეტი გარდაცვლილი

    ინფიცირების 850 ათასზე მეტი შემთხვევა და 42 ათასზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია COVID-19-ის ბოლო სტატისტიკა მსოფლიოში. შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში 865 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. შტატებში ვირუსს საერთო ჯამში 3 ათას 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ამ მონაცემით ჩინეთს გადაუსწრო. სიტუაციის კიდევ უფრო გართულებაზე საუბრობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ კოროონავირუსს ამერიკაში შესაძლოა 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს.

    გარდაცვალების 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში. ქვეყანაში საერთო ჯამში 12 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული და ინფიცირების 105 ათასზე მეტი ფაქტი ფიქსირდება.

    ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 8 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა ესპანეთში. მონაცემები მატულობს საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა სალვადორსა და მიანმარში. გაეროს გენმდივანი პანდემიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ გამოწვევად აფასებს.

    კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. ბოლო მონაცემებით, ვირუსს თურქეთში სულ 214, რუსეთში 17, აზერბაიჯანში 5 და სომხეთში 3 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოში კორონავირუსისგან სულ 178 ათასზე მეტი პაციანტია გამოჯანმრთელებული.
    332 ნახვა
    1-04-2020, 01:10