GOGA.TV
youtube
3
ოზურგეთის აგრარული ბაზარი შესაძლოა დაიკეტოს
  • ოზურგეთის აგრარული ბაზარი შესაძლოა დაიკეტოს

    ოზურგეთის აგრარული ბაზარი შესაძლოა დაიკეტოს. ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ განაცხადა.

    "უნდა ვიყოთ მკაცრები და შეუვალები, არ შეიძლება გამონაკლისის დაშვება. ოზურგეთის აგრარულ ბაზარში სიტუაციის განმუხტვაზე ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს. დღეს იყო გასული ჯგუფი, რომელმაც ბაზრის ადმინისტრაციას მისცა გაფრთხილება, თუ არ იქნება შესაბამისი წესები დაცული, ოზურგეთის ბაზარი, შესაძლოა, დაიხუროს" - განაცხადა ნასარაიამ.

    ოზურგეთის აგრარულ ბაზარში დღეს პოლიციის ყვითელი ლენტი იყო გაბმული, რითაც სამართალდამცავები ხალხმრავლობის განმუხტვას ცდილობდნენ. ადგილზე მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, სურსათის უვნებლობის სამსახური და მოხალისეთა ჯგუფები.

    მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ ხმის გამაძლიერებლებით მოუწოდებდნენ.

    რაც შეეხება ზოგად სიტუაციას გურიის რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მოსახლეობის გაფრთხილება, სადეზინფექციო სამუშაოები, აქტიურად მუშაობენ მოხალისეები. გურიის გუბერნატორის განცხადებით, რეგიონი მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს მიჰყვება და ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის.
    255 ნახვა
    3-04-2020, 08:53