GOGA.TV
  • მთელი ცხოვრება მინდოდა სახლში მეტი დრო გამეტარებინა ჩემი გრაფიკის გამო და ახლა ეს დრო დადგა

    13 დღეა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, თუმცა მოქალაქეებს მოწოდებით "დარჩი სახლში" მედიკოსებმა და ხელისუფლებამ გაცილებით ადრე მიმართეს.

    თითქმის თვეა ჩვენი მოქალაქეები თვითიზოლაციაში არიან და ჯერჯერობით არც ვიცით, კიდევ რამდენ ხანს ვიქნებით ასეთ მოცემულობაში.

    საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ ცნობილი სახეებიც. როგორც ნინო ანანიაშვილმა "დღის კურიერთან" საუბრის დრო აღნიშნა,ასეთ დროს წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია და კარგია, რომ ჩვენი საზოგადოება ყველაფერს ემორჩილება

    "ძირითადად სახლში ვარ, პროდუქტების შესაძენად თუ გავალ გარეთ. ვიცავ ყველანაირ წესებს. მიხარია, რომ ჩვენ ყველამ გამოვხატეთ სოლიდარობა და ვემორჩილებით დადგენილ წესებს. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მალე გადაივლის და ნორმის ფარგლებს დაუბრუნდება.

    მთელი ცხოვრება მინდოდა სახლში მეტი დრო გამეტარებინა ჩემი გრაფიკის გამო და ახლა ეს დრო დადგა,"- აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.
    275 ნახვა
    3-04-2020, 09:08