GOGA.TV
youtube
3
"აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - ვარჯიში და საცეკვაო ილეთების შესრულება - აი, რა გჭირდებათ, წონაში რომ არ მოიმატოთ"
  • "აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - ვარჯიში და საცეკვაო ილეთების შესრულება - აი, რა გჭირდებათ, წონაში რომ არ მოიმატოთ"

    აპ­რი­ლი ის თვეა, როცა სა­კუ­თა­რი თავი მე­ტად უნდა გა­ა­ნე­ბივ­როთ და და­ა­ფა­სოთ. თუ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, ვერც კონ­კუ­რენ­ტე­ბი და­გა­მარ­ცხე­ბენ და პრო­ფე­სი­ულ ჯილ­დო­ებ­საც მი­ი­ღებთ. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, შე­იძ­ლე­ბა სარ­ფი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბით მოგ­მარ­თონ და არ გა­უშ­ვათ შან­სი ხე­ლი­დან.

    მაქ­სი­მა­ლუ­რად გირ­ჩევთ, მო­თო­კოთ ემო­ცი­ე­ბი და არ ჩა­ე­ბათ კონ­ფლიქ­ტებ­ში. რაც უფრო მე­ტად აჰ­ყვებთ ემო­ცებს და ქა­ო­სი გექ­ნე­ბათ გარ­შე­მო, მით მეტ დროს და­კარ­გავთ, რე­სურ­სებს და სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც და­ი­ზი­ა­ნებთ. თვის გეგ­მე­ბი ისე აა­გეთ, რომ ოჯა­ხის­თვის მეტი დრო დაგ­რჩეთ. თუმ­ცა, მათ ცხოვ­რე­ბა­ში უხე­შად ნუ ჩა­ე­რე­ვით, არა­ვის "და­ეხ­მა­როთ" რჩე­ვე­ბით, სა­ნამ თვი­თონ არ შე­გეხ­ვე­წე­ბი­ან.

    შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ნა­თე­სა­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან - მო­რა­ლუ­რად ან ფი­ნან­სუ­რად. უსაქ­მუ­რო­ბის დრო წა­ვი­და, ახლა სა­კუ­თა­რი თავი ახალ სფე­რო­ებ­ში უნდა გა­მოს­ცა­დოთ. თუმ­ცა, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა და ავან­ტი­უ­რის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ი­კა­ვოთ თავი. ეცა­დეთ, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ მე­გობ­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც უნდა მო­ა­გავ­როთ, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ოფი­სი შინ გახ­სნას, დი­ა­სახ­ლი­სებ­მა კი სა­მუ­შაო კომ­პი­უ­ტე­რი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ი­ტა­ნონ. არა­ფე­რი გიშ­ლით ხელს, რომ გა­ამ­ყა­როთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კირჩხი­ბე­ბი მო­უთ­მენ­ლე­ბი და ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან, მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ თე­ატ­რა­ლუ­რო­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­თო­კოთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და აგ­რე­სია. მე­გობ­რებს გუ­ლის ნა­დებს ნუ გა­უ­ზი­ა­რებთ, არა­ვინ იცის ჭო­რებს ვინ გა­ავ­რცე­ლებს პირ­ვე­ლი.

    და­ო­ჯა­ხე­ბულ­მა კირჩხი­ბებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც შინ ბავ­შვე­ბი გყავთ, გა­იხ­სე­ნეთ ძვე­ლი სა­ო­ჯა­ხო, სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი. და­ეხ­მა­რეთ პა­ტა­რებს, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ბაღ­სა და ბოს­ტანს მი­ა­შუ­როს და მათი გა­ნახ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს.

    სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    საქ­მე­ე­ბი თით­ქოს სახ­ლი­დან უნდა აკე­თოთ, თქვენ­თვის მშობ­ლი­ურ გა­რე­მო­ში, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­გაკ­ლდე­ბათ. ისევ ისე­თი აქ­ტი­უ­რი უნდა იყოთ, რო­გორც ადრე. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბა წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის აპ­რილ­ში მი­ი­ღოთ ანა­ზღუ­რე­ბა.

    სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ნიჭი. ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ი­ჩი­ნეთ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ. ეცა­დეთ, ყვე­ლა ახალ­გა­მო­ჩე­ნი­ლი კლი­ენ­ტი ან საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რი მიკ­როს­კო­პის ქვეშ გა­ნი­ხი­ლოთ. ბიზ­ნეს­ში მე­ტად მა­თე­მა­ტი­კო­სი უნდა იყოთ, ვიდ­რე კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის ავ­ტო­რი.

    გაფრ­თხილ­დით, არ გახ­დეთ აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა გა­უფრ­თხილ­დეთ ფი­ნან­სებს. აგ­რეთ­ვე, ყური და­უგ­დეთ კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ა­ნებს, როცა ფუ­ლის და­ბან­დე­ბას გა­და­წყვეტთ. თუ იუ­რის­ტი, ბუ­ღალ­ტე­რი ან ბრო­კე­რი ხართ, მაქ­სი­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ, რომ უზუს­ტო­ბე­ბი არ გა­გე­პა­როთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ვარ­ჯი­ში და სა­ცეკ­ვაო ილე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა - აი, რა გჭირ­დე­ბათ, შინ მუ­შა­ო­ბის დროს, წო­ნა­ში რომ არ მო­ი­მა­ტოთ. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, მო­ი­წეს­რი­გეთ ფიქ­რე­ბი. უმ­ნიშ­ვნე­ლო მი­ზე­ზე­ბის გამო ნერ­ვე­ბის მოშ­ლა არა­ფერ­ში გჭირ­დე­ბათ. არ გა­დატ­ვირ­თოთ წელი. აპ­რილ­ში მი­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებს სა­ხის კანი, გა­იხ­სე­ნეთ და გა­ი­კე­თეთ ბე­ბი­ე­ბის რე­ცეპ­ტე­ბით ნიღ­ბე­ბი, კრე­მე­ბი. თვის ბო­ლოს კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ პი­ლინ­გი.

    ­ მარ­ტის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 6, 14, 19, 25

    ­ მარ­ტის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 9, 16, 26

    წყარო: ambebi.ge/astrology
    264 ნახვა
    4-04-2020, 02:24