GOGA.TV
youtube
3
მეჯვრისხეველ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება
  • მეჯვრისხეველ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება

    მას შემდეგ, რაც მეჯვრისხეველ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება. იზოლაციაში იმყოფებიან, ასევე, სასურსათო მაღაზიის პერსონალი, ვისთანაც ინფიცირებულის ცოლს შეხება ჰქონდა, და საბავშვო ბაღის თანამშრომლები. ქალი საბავშვო ბაღში მუშაობდა და ის იმ პროდუქტების დახარისხებაში იღებდა მონაწილეობას, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დროებით დახურული ბაღების აღსაზრდელებს სახლებში უგზავნიან.

    საშუალო ხნის მამაკაცს, რომელიც გადამზიდავი ტრანსპორტის მძღოლია, კოვიდ-19-ის დიაგნოზი სომხეთში დაუდასტურდა.

    როგორც ცნობილია, მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით, ის პანდემიის პერიოდში უკვე მეორედ ჩავიდა სომხეთის ტერიტორიაზე.

    ცნობას მამაკაცის დიაგნოზის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.
    321 ნახვა
    5-04-2020, 09:46