GOGA.TV
youtube
3
  • მილიონ 200 ათასზე მეტი ინფიცირებული და 70 ათასამდე გარდაცვლილი

    მილიონ 200 ათასზე მეტი ინფიცირებული და 70 ათასამდე გარდაცვლილი - ასეთია კორონავირუსის პანდემიის მსოფლიო სტატისტიკა. მონაცემები მცირდება იტალიაში. ბოლო 24 საათში ვირუსს 525 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ერთ დღეში 518-ით გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში კი ეს მაჩვენებელი 694-ია. 100 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ გერმანიაში. შეერთებულ შტატებში კი გარდაცვლილთა რიცხვმა 9 ათას 600-ს გადააჭარბა. ვირუსის ეპიცენტრი ქალაქი ნიუ-იორკია, რომელსაც ათას სასუნთქ აპარატს ჩინეთი უგზავნის. კორონავირუსი დაუდასტურდა ნიუ-იორკის ზოოპარკში ბინადარ ვეფხვსაც. ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩება ბრიტანეთის კოვიდ-19-ით ინფიცირებული პრემიერ მინისტრი.

    ვირუსით დაღუპულთა რიცხვი მატულობს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 574-ს, სომხეთსა და აზერბაიჯანში 7-7-ს, რუსეთში კი 45-ს მიაღწია.
    218 ნახვა
    6-04-2020, 00:55