GOGA.TV
youtube
3
ცეზარის ვრაპი ქათმით
  • ცეზარის ვრაპი ქათმით

    ინგრედიენტები
    ქათმის ფილე - 120 გ
    აისბერგის ფურცლები - 100 გ
    ტორტილასი (სომხური ლავაში)
    კვერცხი - 2 ცალი
    ზეითუნის ზეთი - 70 მლ
    ლიმონის წვენი - 30 მლ
    მარცვლოვანი მდოგვი - 25 გ
    პარმეზანი - 50 გ
    პილპილი

    მომზადების წესები
    ქათმის ფილე შევბრაწოთ მცირე რაოდენობის ზეთში და დავჭრათ წვრილად. დავანაწევროთ აისბერგის ფურცლებიც. უნდა მოვამზადოთ სპეციალური დრესინგი: 2 კვერცხი ავთქვიფოთ ზეითუნის ზეთთან ერთად და მიღებული მასას ბლენდერში ნელ-ნელა დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარცვლოვანი მდოგვი და პარმეზანი. დრესინგი შევურიოთ ქათმისა და აისბერგის ფურცლებს. მიღებული მასა კი გადავახვიოთ ტორტილასში.
    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: gemrielia.ge
    344 ნახვა
    7-04-2020, 02:00