GOGA.TV
youtube
3
ეს უნაზესი ხაჭოს ნამცხვარი პირში დნება - არ სჭირდება ფქვილი
  • ეს უნაზესი ხაჭოს ნამცხვარი პირში დნება - არ სჭირდება ფქვილი

    ინგრედიენტები
    ხაჭო - 500 გ
    კვერცხი - 3 ც
    კარაქი - 60 გ (3 სკ)
    შაქარი - 3 სკ
    მარილი - 1/3 ჩკ
    მანის ბურღული - 3 სკ
    ვანილი - სურვილისამებრ
    არაჟანი - 3 სკ

    მომზადების წესები
    გამღვალ კარაქს დაუმატეთ შაქარი, არაჟანი, ვანილი და მარილი. დაუმატეთ მანის ბურღულიც და კარგად ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ხაჭო და კვერცხი და ხელის ბლენდერით გათქვიფეთ. თქვეფა გააგრძელეთ მიქსერით 10-15 წუთის განმავლობაში.
    გამოსაცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და გადაანაწილეთ მასა. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 70-90 წუთით.
    მიიღებთ ფუმფულა, მკვრივ ნამცხვარს, რომელიც პირში დნება.
    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: gemrielia.ge
    762 ნახვა
    8-04-2020, 02:37