GOGA.TV
  • ქვეყანაში ოქროს სტანდარტის PCR ტესტების რაოდენობა 12 ათასია - ჯანდაცვის მინისტრი

    ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში COVID 19-ის ინფექციის დასადგენი ტესტების რაოდენობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამი სახის ტესტი არსებობს, რომლითაც ადგენენ COVID 19-ის ინფექციის შემთხვევებს. მათ შორის არის ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, რომლის რაოდენობა ქვეყანაში 12 ათასია, ხოლო 18 ათასს რამდენიმე დღეში ელოდებიან. მინისტრის ინფორმაციით, ჯამში ამ ტესტების რაოდენობა 84 ათასი იქნება.

    "უკვე საქართველოში გვაქვს ოქროს სტანდარტის ტესტების რაოდენობა 2 ათასი, დამატებით 10 000 ტესტი, რომელიც უკვე შემოსულია, გზაში არის 18 000 ტესტი და საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84 ათასი. გარდა ამისა, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, ანტისხეულების ტესტი უკვე ადგილზეა 4 ათასი და გზაშია 20 ათასი, საერთო რაოდენობას ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებით ველოდებით 24 ათასს.

    ის სწრაფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმაოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება და მეტი მეთვალყურეობა, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა და აქედან გამომდინარე, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ ამ სწრაფ ტესტებს. მათი რაოდენობა, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსი 2 ათასი, 52 ათასი არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა, მას შემდეგ, რაც უკვე დაავადებათა კონტროლის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მარალი სანდოობა, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ დამატებით 200 ათასი შემოვიტანოთ ქვეყანაში,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
    217 ნახვა
    8-04-2020, 08:07