GOGA.TV
youtube
3
  • სვანეთის რეგიონში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

    COVID 19-ით დაინფიცირებული 53 წლის მამაკაცის გამო სვანეთის რეგიონში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.

    მისი ინფორმაციით, ცაგერსა და ლენტეხში მოეწყობა გამშვები პუნქტები, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულის პირველადი კონტაქტები უკვე დადგენილია. როგორც გუბერნატორმა "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, ინფიცირებულს ცაგერში 18 პირთან ჰქონდა შემხებლობა, ხოლო ლენტეხში კონტაქტების რაოდენობა 50-ს აღწევს.

    "ზომები, თავისთავად ცხადია, გამკაცრდება, მაგრამ გადაადგილება არ შეიზღუდება. გამშვები პუნქტები მოეწყობა რეგიონში, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება. ასევე, იმ რისკის შემცველ სოფელში, სადაც აღნიშნულმა პიროვნებამ იმოძრავა, უკვე დაწყებულია ექიმების შემოვლა. პირველადი კონტაქტები თითქმის დადგენილია და გრძელდება ამ კუთხით მუშაობა,"- განაცხადა გუბერნატორმა.

    შეგახსენებთ, რომ ლენტეხის მკვიდრ 53 წლის მამაკაცს COVID 19 დაუდგინდა; მისი კონტაქტები კი საკმაოდ დიდია.
    180 ნახვა
    9-04-2020, 09:19