GOGA.TV
ჰაეროვანი კრემ-დესერტი პლომბირის გემოთი, რომელიც ბავშვობის გემოს გაგახსენებთ
  • ჰაეროვანი კრემ-დესერტი პლომბირის გემოთი, რომელიც ბავშვობის გემოს გაგახსენებთ

    ინგრედიენტები
    რძე - 370 გ
    კვერცხის გული - 3 ც
    წყალი - 30 მლ
    ჟელატინი - 15 გ
    არაჟანი - 300 მლ
    ვანილი
    შაქარი - 50 გ


    მომზადების წესები
    კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი და გათქვიფეთ. დაუმატეთ თბილი რძე და ურიეთ. ეს მასა გადაიტანეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დადგით, თან გამუდმებით ურიეთ (დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება).
    მომზადებული სითხე გადაიტანეთ ჯამში და დაუმატეთ წყალში გახსნილი, გამღვალი ჟელატინი.
    არაჟანს დაუმატეთ ვანილი და მიქსერით გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ჟელატინშერეულ მასას და კარგად გათქვიფეთ. მიიღებთ ბლანტ სითხეს, რომელსაც ჟელატინი გაამაგრებს. მასა გადაანაწილეთ ჭიქებში და შედგით მაცივარში 6-8 საათით.
    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: gemrielia.ge
    383 ნახვა
    10-04-2020, 03:33