GOGA.TV
თელაველმა ფეხბურთელბა, 25 ათასი ლარი ღირებულების პროდუქტებით ოჯახებს დაეხმარა
  • თელაველმა ფეხბურთელბა, 25 ათასი ლარი ღირებულების პროდუქტებით ოჯახებს დაეხმარა

    თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადასცეს.

    საქველმოქმედო აქცია საქართველო ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილის დაფინანსებით შედგა.

    თელაველი ფეხბურთელის გადაწყვეტილებით, 25 ათასი ლარი ღირებულების პროდუქტები მოწყვლადი ოჯახებს მოხმარდა.რისი ორგანიზებასაც თელავის მუნიციპალიტეტის მერია ახდენს.

    თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ალექსანდრე ამისულაშვილის ოჯახს გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამო მადლობას უხდის.

    19 წლის ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა თელავის "კახეთში" 1998 წელს დაიწყო. ამისულაშვილი საფეხბურთო კლუბ "თელავის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.
    314 ნახვა
    10-04-2020, 09:31