GOGA.TV
ოზურგეთის აგრარულ ბაზარში კერძო მაღაზიების ამოქმედება იგეგმება
  • ოზურგეთის აგრარულ ბაზარში კერძო მაღაზიების ამოქმედება იგეგმება

    ოზურგეთის აგრარულ ბაზარში კერძო მაღაზიების ამოქმედება იგეგმება. სურსათის უვნებლობის სამსახურის გურიის განყოფილების რეკომენდაციით, ის სასურსათო მაღაზიები, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და ოზურგეთის აგრარულ ბაზარს არ ეკუთვნის, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზეა, უნდა გაიხსნას და რეკომენდაციების გათვალისწინებით იმუშაოს.

    რაც შეეხება ოზურგეთის აგრარულ ბაზარს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თუ აქ უსაფრთხოების ყველა ზომა გათვალისწინებული იქნება, მაშინ მისი ამოქმედება პრობლემას აღარ წარმოადგენს. აღნიშნული უწყების თანამშრომლები სასურსათო მაღაზიების საქმიანობას და ფასების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
    223 ნახვა
    11-04-2020, 09:28