GOGA.TV
კორონავირუსზე სასულიერო პირების ტესტირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ეკლესიაში გაიმართება
  • კორონავირუსზე სასულიერო პირების ტესტირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ეკლესიაში გაიმართება

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს თქმით, კორონავირუსზე სასულიერო პირების ტესტირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ეკლესიაში გაიმართება და ყველა ეპარქია პატრიარქის ლოცვა-კურთხევის შესაბამისად იმოქმედებს.

    "რატომაა მიუღებელი? არ შეიძლება ერთმა ეპარქიამ გააკეთოს და მეორემ უარი თქვას. თუ იქნება, ყველას მიმართ უნდა იყოს, მგალობლების, მედავითნეების, სტიქაროსნების, მრევლის წევრების... თუ ეს ეხება ადამიანების ჯანმრთელობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ამას,"- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

    რაც შეეხება ბზობის დღესასწაულს, მიტროპოლიტმა მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ბზა არ მოჭრან და სახლიდან თითო ტოტის მოტანაც საკმარისია. მისივე თქმით, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, როგორ შესრულდება სააღდგომო ღვთისმსახურება.
    254 ნახვა
    11-04-2020, 09:35