GOGA.TV
youtube
3
  • კორონავირუსის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტი იზოლაციაშია მოქცეული

    კორონავირუსის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტი, რომელიც 60 სოფელს მოიცავს და 7 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, იზოლაციაშია მოქცეული. ზონაში, სადაც მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს, მოქალაქეთა შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

    ადგილობრივების განცხადებით, მუნიციპალიტეტში პროდუქტისა და მედიკამენტების დეფიციტი არაა, არც პანიკა შეინიშნება, თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ შეზღუდვების გამო ვერ ხერხდება მიწაზე საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც შესაძლოა მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩეს.

    შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით მას შემდეგ რაც ლენტეხში საკარანტინო ზომები გამკაცრდა ინციდენტები არ დაფიქსირებულა.

    "ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში ვაცნობთ საკარანტინო სივრცეში მოქმედ წესებს," - აცხადებს ინსპექტორ-გამომძიებელი თორნიკე მეშველიანი.
    229 ნახვა
    11-04-2020, 09:46