GOGA.TV
youtube
3
  • COVID-19-ით ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა მობილურის აპლიკაციით

    ეფლი და გუგლი ახალ პროგრამაზე მუშაობენ, რომელიც ხელს შეუწყობს კორონავირუსის შემთხვევების დროულად გამოვლენას. პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ეფლისა და ანდროიდის ტიპის მობილურებისთვის, ჯანდაცვის უწყებებს საშუალებას მისცემს მოახდინონ ინფიცირებული ადამიანებისა და მათი კონტაქტების შესახებ ცნობების შეგროვება.

    ამერიკული კომპანიები საკუთარი იდეის განხორციელებისთვის "ბლუთუზის" გამოყენებას გეგმავენ. სისტემა შემდეგნაირად იმუშავებს:

    თუ სმარტფონების ორ მფლობელს ერთმანეთთან კონტაქტი ექნება, ბლუთუზით მოხდება მონაცემების გაცვლა. თუ მოგვიანებით, რომელიმეს კორონავირუსს დაუდგენენ, მისი მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პროგრამაში რეგისტრირდება და ადამიანი, რომელსაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებს. მსგავსი აპლიკაცია უკვე მოქმედებს სინგაპურში, ჩეხეთი კი აპლიკაციის დანერგვას, აღდგომის შემდგომ გეგმავს, ევროპის წამყვანი ქვეყნები კი ჯერჯერობით პროგრამის განხორციელების ფორმებზე მსჯელობენ.


    "მსოფლიოს მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ არსებული სიტუაციის გამოსწორებაში, ვფიქრობ, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს შემთხვევათა დროულ იდენტიფიკაციას, ეს არის შემთხვევა როცა ორი უდიდესი კომპანია ერთიანდება რათა ხელი შეუწყონ მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას, აპლიკაციით მოპოვებული ინფორმაცია პირდაპირ მოხვდება ჯანდაცვის სისტემაში რათა დროულად მოხდეს გამოვლენილ შემთხვევებზე რეაგირება,"- განაცხადა "ასოშიეით პრესის" წარმომადგენელმა ფრენკ ბეიეკმა.
    285 ნახვა
    11-04-2020, 09:54