GOGA.TV
youtube
3
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსი დაამარცხა
  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსი დაამარცხა

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს. 55 წლის პრემიერი COVID-19-ის დიაგნოზით 1 კვირის წინ ლონდონში, წმინდა თომას საავადმყოფოში მოათავსეს.

    კორონავირუსით ინფიცირებული ბორის ჯონსონი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

    ექიმების რჩევით, ახალი ვირუსისგან გამოჯანმრთელებული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამსახურს ჯერჯერობით არ დაუბრუნდება და რეაბილიტაციას ლონდონს გარეთ მდებარე საკუთარ რეზიდენციაში გაივლის.
    220 ნახვა
    12-04-2020, 09:24