GOGA.TV
youtube
3
  • ოპოზიცია ხელისუფლებისგან გეგმის წარდგენას ითხოვს

    კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის გარეშე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგება "ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, თუკი იქნება გეგმა, ვადის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს.

    "მე წინააღმდეგი ვიყავი პირველად როცა გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და წინააღმდეგი ვარ დღესაც. საგანგებო მდგომარეობა კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული გემის და სტრატეგიის გარეშე, ეს არის ფუჭი დოკუმენტი, რომელიც გარდა შეზღუდვებისა, არაფერს გულისხმობს... "უპრაგონო" საგანგებო მდგომარეობას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, აცხადებ საგანგებო ვითარებას? - მაშინ, დადე გეგმა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ თითოეულ ოჯახს, რომელმაც შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგა, ხელისუფლებამ 1000 ლარიანი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

    "თუ ხელისუფლება მოინდომებს დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველი ოჯახი მიიღებს 1000 ლარიან კომპენსაციას, თუ მოხდება კომენდანტის საათის გაუქმება და თუ ამუშავდება მაღაზიები, აგრარული ბაზრები, წვრილი და საშუალო ბიზნესი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

    განცხადება გააკეთა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.

    "რამდენად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის კიდევ გაგრძელება, ეს რომ ზუსტად გითხრათ, ჩვენ უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რას აკეთებს მთავრობა, იმიტომ რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა, მოქალაქეების სიცოცხლე არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ძალიან მნივშნელოვანია, ამ პანდემიის გავლის შემდეგ როგორ იცხოვრებენ ადამიანები, რას შეჭამენ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
    166 ნახვა
    13-04-2020, 10:15