GOGA.TV
youtube
3
  • აუცილებელია ეკლესიამაც დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები

    სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულებაზე პოლიტიკური შეფასებები მუდმივად კეთდება. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.

    პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია კანონი უზრუნველყოს მაშინაც კი, როცა საქმე ეკლესიას ეხება.

    პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია კი აღნიშნავს, რომ შეზღუდვები არის ფარსი ამის ნათელი მაგალითი იყო ბზობის დღესასწაული.

    პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ეკატერინე ბესელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავის დროზე განმარტა და აღნიშნა, რომ აკრძალვები არ შეეხებოდა საეკლესიო ღონისძიებებს, რამაც ბესელიას თქმით, წინააღმდეგობები გააჩინა.

    პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი კი მრევლსაც და საზოგადოებასაც მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები.

    აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე 6 დღეა დარჩენილი, როგორ შეიკრიბება მრევლი ტაძარში, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის.

    ხელისუფლებასა და სამღვდელოებას შორის კი მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
    198 ნახვა
    13-04-2020, 10:20