GOGA.TV
youtube
3
საქართველოს 150-მდე მოქალაქე დღეს ამსტერდამიდან ბრუნდება
  • საქართველოს 150-მდე მოქალაქე დღეს ამსტერდამიდან ბრუნდება

    საქართველოს 150-მდე მოქალაქე დღეს ამსტერდამიდან ბრუნდება. ნიდერლანდების მიმართულებით 08:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი გაფრინდება.

    ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, საჰაერო ტრანსპორტი ამსტერდამში საქართველოდან უცხო ქვეყნის 35 მოქალაქეს გადაიყვანს. მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საკარანტინო ზონაში მოთავსდებიან.

    ქალაქები, საიდანაც შემდგომი რეისები ორ-სამდღიანი შუალედით შესრულდება ასეთია:

    პარიზი, თელ-ავივი, რომი, ვარშავა, ბარსელონა. ამ ჩამონათვალს დაემატა 30 აპრილს მადრიდი და 2 მაისს პრაღა.
    227 ნახვა
    14-04-2020, 01:42