GOGA.TV
youtube
3
ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას
  • ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას

    აშშ-ს საელჩო საქართველოში "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.

    საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრო და გარემოება, პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

    "ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება.

    ჩვენ

    მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება," - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
    194 ნახვა
    14-04-2020, 01:45