GOGA.TV
youtube
3
კაკაოს ნამცხვარი ხაჭოს კრემით - იდეალურია სადღესასწაულო სუფრისთვის
  • კაკაოს ნამცხვარი ხაჭოს კრემით - იდეალურია სადღესასწაულო სუფრისთვის

    ინგრედიენტები
    ცომი
    კაკაო - 2 სკ
    ფქვილი - 240 გ
    კვერცხი - 6 ც
    გამაფხვიერებელი - 1/2 შეკვრა
    შაქარი - 240 გ
    რძე - 100 მლ

    კრემი
    შაქრის ფხვნილი - 150 გ
    ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
    ხაჭო - 750 გ
    კარაქი - 150 გ
    ბანანი - 1 ც
    ლიმონის ცედრა


    მომზადების წესები
    კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაუმატეთ გაამფხვიერებელი, რძე, კვერცხის ცილა და გააგრძელეთ თქვეფა. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი, კაკაო და ამოურიეთ. გადაიტანეთ მასა გამოსაცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთით.
    ხაჭოს შეურიეთ შაქრის ფხვნილი, ვანილის შაქარი, გამდნარი კარაქი, დაჭყლეტილი ბანანი და ხელის ბლენდერით დაამუშავეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაუმატეთ 1 ჩკ ლიმონის ცედრა და ამოურიეთ.
    გაგრილებულ ბისკვიტზე გადაანაწილეთ კრემი და თავზე გამდნარი შავი შოკოლადი მოასხით

    წყარო: gemrielia.ge
    528 ნახვა
    14-04-2020, 01:49