GOGA.TV
youtube
3
  • ფოთში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ორი მამაკაცი კლინიკაში რჩებიან

    ფოთში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ორი მამაკაცი კლინიკაში რჩებიან. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და მრავლობითი დაზიანებები აქვს, შედარებით მძიმეა. მეორეს ფეხი აქვს დაზიანებული.

    იმერეთის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში გუშინ მეორე სართულის აივნის მოაჯირის ჩამოინგრა. მიმდინარეობს გამოძიება.

    "ერთ პაციენტს აღენიშნებოდა ქალა ტვინის დახურული ტრავმა და პოლი ტრავმა, კიდურების დაზიანება. მეორე პაციენტს აღენიშნებოდა მხოლოდ ქვედა კიდურის ტრავმული დაზიანება. ორივეს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყვანილი იქნა კლინიკაში. ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მეორე ცოტა უფრო მსუბუქი," - აცხადებს ფოთის სასწრაფო დახმარების ცენტრის მენეჯერი, კესო გელენიძე.
    234 ნახვა
    14-04-2020, 01:51