GOGA.TV
youtube
3
კარტოფილის მობრაწულა ლორითა და ხახვით - უგემრიელესი სადილი მთელი ოჯახისთვის
  • კარტოფილის მობრაწულა ლორითა და ხახვით - უგემრიელესი სადილი მთელი ოჯახისთვის

    ინგრედიენტები
    ლორი - 120 გ
    კვერცხი - 4 ც
    ხახვი - 120 გ
    რძე - 250 მლ
    პილპილი - 1/2 ჩკ
    მარილი - 1 ჩკ
    კარტოფილი - 900 გ
    ყველი - 50 გ

    მომზადების წესები
    ხახვი და ლორი ერთად მოთუშეთ, დაახლოებით, 10 წუთით.
    კვერცხს დაუმატეთ რძე, მარილი, პილპილი (თუ გნებავთ, მუსკატის კაკალიც) და გათქვიფეთ.
    კარტოფილი დაჭერით თხლად დანით ან სპეციალურ სახეხზე.
    ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით კარაქი. ერთ ფენად მოალაგეთ კარტოფილი. თავზე მოაყარეთ მოთუშული ხახვი და ლორი. შემდეგ ისევ კარტოფილი და ა.შ. ბოლოს მოასხით კვერცხისა და რძის მასა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 60 წუთით. დროის გასვლის შემდეგ თავზე გახეხილი ყველი მოაყარეთ კარტოფილს და შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით.
    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: gemrielia.ge
    453 ნახვა
    14-04-2020, 01:54